თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის საგრანტო პროგრამა – 2021-2022
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა (BIST) ქართველ მოსწავლეებს სთავაზობს შეზღუდული რაოდენობის სასწავლო გრანტებს, მათი აკადემიური მოსწრებისა და ფინანსური საჭიროებების გათვალისწინებით. გრანტი განკუთვნილია იმ ქართველი მოსწავლეებისთვის, რომლებიც 2021-22 სასწავლო წელს ირიცხებიან VI-XI კლასებში.
საქართველოს მრავლად ჰყავს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ აკადემიური და სოციალური ცხოვრების განვითარებაში იმ სკოლებში, რომლებშიც ამჟამად სწავლობენ, მაგრამ მაგრამ არ იმყოფებიან სასწავლო გარემოში, რომლებიც მათ შესთავაზებდა საერთაშორისო განათლებას და ისეთ შესაძლებლობებს, როგორსაც თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა.
“სწორედ ასეთ მოსწავლეებს ვეძებთ, რომლებსაც სურვილი აქვთ, შემოუერთდნენ BIST-ს და მიიღონ მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა ჩვენი სკოლის მრავალფეროვანი სწავლების მეთოდოლოგიისა და სასწავლო და კლასგარეშე პროგრამების საშუალებით,” განმარტავს BIST- ის რექტორი, სტივენ პრისტი.
“BIST-ი წამყვანი საერთაშორისო სკოლაა თბილისში, რომელიც ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს (COBIS) აკრედიტებული წევრია. სკოლას, მკაცრი სააკრედიტაციო პროცედურის გავლის შემდეგ, 2019 წელს COBIS Patron’s-ის აკრედიტირებული სკოლის პრესტიჟული სტატუსი მიენიჭა,” დასძენს პრისტი. “ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები ასევე აღიარებულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. BIST-ი შავი ზღვის სკოლების ჯგუფის დამფუძნებელია, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო სკოლები თანამშრომლობენ მოსწავლეებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობისა და საგანმანათლებლო პროცესის განვითარების პროცესში.”
BIST-ი მოსწავლეებს სთავაზობს ბრიტანულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც მორგებულია ადგილობრივ გარემოს და მოიცავს კემბრიჯის IGCSE (საშუალო განათლების საერთაშორისო ზოგადი სერტიფიკატი) და A Level პროგრამებს. აღნიშნული პროგრამები საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში წამყვან პოზიციას იკავებს და მოსწავლეებს არამხოლოდ ბრიტანეთის, არამედ ნებისმიერი სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში ჩაბარების შესაძლებლობას აძლევს. მოსწავლეები, რომლებიც A Levels-ის პროგრამაში მაღალ შედეგებს იღებენ, სწავლას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში აგრძელებენ. კემბრიჯის A Level-ის პროგრამა ქართულ ატესტატს უთანაბრდება, რაც მოსწავლეებს ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების უფლებასაც აძლევს. A Level-ის გამოცდებზე მოპოვებული მაღალი შედეგები მოსწავლეებს საუნივერსიტეტო სტიპენდიებისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში მინიმუმ ერთწლიანი სასწავლო კრედიტის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.
სკოლის ყველა მასწავლებელი ბრიტანელია ან მიღებული აქვს ბრიტანულ სკოლებში მუშაობის გამოცდილება. თითოეული მასწავლებელი გამოირჩევა სწავლების სფეროში უმაღლესი კვალიფიკაციით და ასევე უძღვება მრავალფეროვან კლასგარეშე და სამენტორო პროგრამებს.
კემბრიჯის პროგრამების შეთავაზებასთან ერთად, BIST– ს ჰყავს გუნდი, რომელიც სტუდენტებს მხარს უჭერს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში მოსახვედრად. ეს მხარდაჭერა მოიცავს უნივერსიტეტის სახელმძღვანელო კონსულტაციებს და დახმარებას განაცხადების შევსებაში. გარდა ამისა, აშშ-ს უნივერსიტეტებში სწავლის მსურველებს BIST-ი სთავაზობს SAT-ისა და IELTS-ის გამოცდებისათვის მოსამზადებელ პროგრამას.
“BIST-ი ასევე ხელს უწყობს მოსწავლეებს, შექმნან საკუთარი პორტფოლიოები და განივითარონ ლიდერული უნარ-ჩვევები, ჩაერთონ სათემო პროექტებში, მონაწილეობა მიიღონ ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდოს პროგრამაში და მოიპოვონ საერთაშორისო კომპიუტერული უნარების (International Computer Driving Licence) ლიცენზია, რომელიც ციფრული წიგნიერების განვითარებას უწყობს ხელს. ეს ყოველივე მოსწავლეებს მიმზიდველ კანდიდატებად აქცევს უნივერსიტეტში მიღების პროცესში,” აღნიშნავს პრისტი.
“BIST-ის სასწავლო გრანტი განკუთვნილია მხოლოდ იმ მოსწავლეებისათვის, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, აქტიურად არიან ჩართულები თავიანთი სკოლის აკადემიურ ცხოვრებაში და არიან საქართველოს მოქალაქეები. სასწავლო გრანტის მოპოვებით თქვენს შვილებს ეძლევათ შესაძლებლობა, სწავლების დამამთავრებელ საფეხურზე ჩაერთონ ბრიტანულ საგანმანათლებლო სისტემაში, რაც გზას გაუხსნის მას მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისკენ.”
საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მიწეროთ ქალბატონ სოფიო კასრაშვილს შემდეგ ელ.ფოსტაზე: s.kasrashvili@bist.ge (შეგიძლიათ მიწეროთ როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე).
საგრანტო კონკურსში მონაწილების მისაღებად, მოსწავლეები უნდა მიყვნენ შემდეგ პროცედურას:
დაუკავშირდით თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლას, რათა დავნიშნოთ შეხვედრა საგრანტო პროგრამის დეტალების განხილვის მიზნით;
შეავსეთ BIST-ის განაცხადის ფორმა;
შეავსეთ BIST-ის ფინანსური დახმარების ფორმა, რაც საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ თქვენი ფინანსური საჭიროებები და განვსაზღვროთ გრანტის ოდენობა მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და ფინანსური საჭიროებების გათვალისწინებით;
წარადგინეთ მოსწავლის მიერ დაწერილი სამოტივაციო წერილი, სადაც ის აღწერს, თუ რატომ სურს ისწავლოს ბრიტანულ საერთაშორისო სკოლაში და როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას; გაითვალისწინეთ, რომ სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე უნდა იყოს.
სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეათანხმეთ მისაღები გამოცდების თარიღი და დრო. მისაღები გამოცდები მოიცავს ონლაინ GL კოგნიტური უნარების ტესტს (GL Cognitive Abilities Test) და ინგლისური ენის წერილობით გამოცდას. A Levels-ის (XI-XII კლასების ეკვივალენტი) პროგრამით დაინტერესებულ მოსწავლეებს დამატებით ჩაუტარდებათ საგნობრივი ტესტირება შესაბამის საგნებში.